მონასტრის შესახებ


არქიტექტურა

ეკლესია დარბაზული ტიპისაა,ერთნავიანი,გვერდებიდან დამხმარე სათავსოებით...ეკლესიის მოცულობითი ფორმები სიგრძივ ღერძზეა განლაგებული და ბოლოვდება ვრცელი აბსიდით.იგი თითქმის სწორხაზოვნად მტავრდება.ფასადების მორთულობა ძუნწია.ორივე შესასვლელის თავზე მოთავსებულია ჯვრები...დასავლეთ კარებთან არის ვაზისორნამენტების ფრაგმენტები,ხოლო აღმოსავლეთ კარებთან ლილვების კომპოზიციები.




სიწმინდეები

ეკლესიაში შემონახულია IX ს-ის კარი,ფრესკები,ასევე უძველესი სახარება და მთავარანგელოზის ხატი რომლის სახელობისაა სწორედ ეს ეკლესია და მონასტერი....

ახლა კი მინდა მოგიყვეთ ისტორია თუ რადომ გახდა ეს ეკლესია მთავარანგელოზთა სახელობის...



VIII-IX ს-ის საქართველოში,გურიაში,ადამიანის ხატზე გადაცემა იცოდნენ(ანუ წყევლა)...ერთ-ერთი ოჯახის მემკვიდრეს არ სწამდა ხატების სიწმინდის,სწორედ ამიტომ ამბობდა : "ხატმა რა უნდა დამიშავოსო?!" და მთავარანგელოზი მიქაელის ხატი ნაჯახით შუაზე გააპო...ამის შემდეგ კი მისი ოჯახი განადგურდა და ყველა წევრი დაიღუპა. ამ სოფლის ერთ-ერთ ოჯახს მხატვარი ეწვია სტუმრად,რომელიც ეკლესიური ცხოვრებით არ ცხოვრობდა და წმინდანებსაც ვერ ცნობდა...მან ღამით გამოცხადება ნახა : ყმაწვილი რომელსაც იმ ადგილისაკენ ქონდა ხელი აპყრობილი სადაც მხატვრისთვის უცნობი ეკლესია ყოფილა და უტხრა : აქ ვარ და აღმადგინეო!"მხატვარმა გამოცხადების შესახებ მასპინძელს უამბო და კითხა თუ იმ ადგილას რა იყო...მასპინზელმა უპასუხა რომ იქ ეკლესია იყო და გორაზე აიყვანა მხატვარი...ხოლო როცა ეკლესიის კარი შეაღეს სტუმარმა პირველი რაც დაინხა ეს იმ ყმაწვილის სახე იყო შუახე გაპობილი...სტუმარმა გაიგო რომ ის უბრალო ყმაწვილი კი არა არამედ მთავარანგელოზი მიქაელი იყო...სწორედ ამიტომ მან დაწერა მთავარანგელოზი მიქაელის ხატი....ხოლო ამის შემდეგ დაიწყო ეკლესიური ცხოვრება და ხატმწერიც გახდა...





მონასტრის წინამძღვარი იღუმენია მარიამი

როცა დედა მარიამი მივიდა ხალხისაგან დავიწყებულ ერკეთის ეკლესიში მან გადაწყვიტა სრულიად დამოუკიდებლად ეცხოვრა ეკლესიის ერთ-ერთ ეკვდერში...მან მოაწესრიგა ეკლესია დაასუფთავა ეკლესიის ეზო...საუცხოოა თუმცა ღვთის წყალობით მან რამოდენიმე წელი გაატარა ეკლესიის ეკვდერში,შემდეგ კი მას ერთ-ერთი მორჩილი შემოუერთდა...მათ გადაწყვიტეს დაეწყოთ მცირე კელიების მშენებლობა რაში მათ ადგილობრივებიც დაეხმარნენ...შემდეგ კი მათ თანდათან შემოუერთდნენ სხვა დედებიც და მორჩილებიც...ახლა მიმდინარეობს მონასტრის გაფართოება,ახალი კელიების მშნებლობა...მონასტერს კი დიდ სამსახურს უწევს ადგილობრივი მოსახლეობა...



წყარო

დედა მარიამმა დასუფთავების დროს აღმოაჩინა წყარო ეკლესიის მახლობლად...მას ადგილობრივებმა უთხრეს რომ ამ წყაროს ადრე გერასიმეს წყაროს უწოდებდნენ და რომ მას განკურნების თვისება გააჩნია...წყაროს მიდამოების გაწმენდის დროს კი აღმოაჩინეს საფეხურები...სულ მალე ამ წყაროზე ბოდბის მსგავსად გაკეთდება განსაბანი,ასე რომ შეგიძლიათ მიხვიდეთ და განიბანოთ ყოველგვარი ავადმყოფობისაგან...








დაყუდებული ბერების სამლოცველო
მამების მოსასვენებლის მშენებლობისას დედა მარიამმა ერთი ადგილი აირჩია ის ადგილი კი დაქნებული იყო და ყველა ეუბნებოდა დედაოს მიწა ვერ დაიკავებს შენობასო თუმცა დედაომ მაინც იქ გადაწყვიტა მოსასვენებლის აშენება...მშენებლობისას კი აღმოაჩინეს გამოქვაბული სადაც გაირკვა რომ ადრე ბერები ლოცულობდნენ...როცა იქ არქიტექტორები მივიდნენ დედაოს უთხრეს :"სწორედ ესაა თქვენი მონასტრის ისტორია...ამდენი სიწმინდე და ასეთი სიძველე ეს ხომ უფლის წყალობააო!"

1 comment:

  1. გამარჯობა, რომელ წლებში მოხდა მხატვრის მიერ ხატის აღდგენა?

    ReplyDelete